Image

”სავსე მანქანიდან რკინებით შეიარაღებული ბიჭები გადმოვიდნენ და ცემა დაუწყეს…” – ახლახანს გიორგი შაქარაშვილის მეგობარმა შოკისმომგვრელი რამ აღიარა

image

გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ახლო მე­გო­ბა­რი სა­ბე­დის­წე­რო წვუ­ლე­ბა­ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის ახალ დე­ტა­ლებს AMBEBI.GE -სთან იხ­სე­ნებს.

გო­გო­ნას ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სი­დან “საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად” ჩა­მო­სუ­ლი უც­ნო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და მას­თან მყო­ფი პი­რე­ბი მა­გის­ტრალ­ზე შეხ­ვდნენ, “დიდი რკი­ნე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ”.

გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი ამ­ბობს, რომ ამ დროს ფეხ­ბურ­თელ­თან ერ­თად იყ­ვნენ გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი (ოქ­როს მოწ­მე) და ფო­ტოგ­რა­ფი, რო­მე­ლიც იმა­ვე წვე­უ­ლე­ბი­დან მო­დი­ო­და, სა­ი­და­ნაც შა­ქა­რაშ­ვი­ლი.

“წვე­უ­ლე­ბა­ზე მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ, ქე­ი­ფი ლის­ზე გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ყვე­ლა ვერ ჩა­ვე­ტი­ეთ მან­ქა­ნებ­ში. გიო, გუკა და ფო­ტოგ­რა­ფი გზა­ზე იდ­გნენ და ტაქსს ელო­დე­ბოდ­ნენ. ეს ფო­ტოგ­რა­ფი გიოს და გუ­კას მა­ნამ­დე არ იც­ნობ­და. პირ­ვე­ლად გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი წვე­უ­ლე­ბა­ზე. იუ­ბი­ლა­რის ახლო მე­გო­ბა­რია. შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა მათ­თან ერ­თად გზა­ზე, ისიც ტაქსს ელო­დე­ბო­და.

ამ დროს მო­ვი­და თბი­ლი­სი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლის მარ­კაც არ ვიცი. რო­გორც ფაქ­ტის შემ­სწრე მე­გო­ბარ­მა მი­ამ­ბო, გად­მო­ვიდ­ნენ თუ არა მან­ქა­ნი­დან, მა­შინ­ვე იმ სა­მი­დან ერთ-ერთ ბიჭს სა­ხე­ში ჩა­არ­ტყეს. რო­მელს არ ვიცი. ხელ­ში ეჭი­რათ დიდი რკი­ნე­ბი და ამი­ტომ შე­ში­ნე­ბი­ათ ბი­ჭებს და გაქ­ცე­უ­ლან. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ალ­ბათ არ გა­იქ­ცე­ოდ­ნენ.

გა­იქ­ცა ფო­ტოგ­რა­ფიც. მარ­თა­ლია ეს სამი არ იყო ჩხუბ­ში ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც გა­იქ­ცნენ, რად­გან თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი და­ესხნენ თავს. რო­გორც ვიცი, ფო­ტოგ­რაფ­მა და­მალ­ვა მო­ას­წრო” – უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის მე­გო­ბა­რი, რო­მელ­მაც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა ისურ­ვა.

რეს­პო­დენ­ტის თქმით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი წყალ­ში თა­ვად არ ჩა­ვი­დო­და, რად­გან ცურ­ვა არ იცო­და და წყლის ეში­ნო­და.

“თა­ვი­სი ნე­ბით არაფ­რით მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბო­და იგი წყალს. არ იცო­და ცურ­ვა. ისეც ვერ გა­და­ი­ჩე­ხე­ბო­და, ჯერ წყლის ხმა რომ არ გა­ე­გო. რაც შე­ე­ხე­ბა გუ­კას, მან იფიქ­რა, რომ მე­გო­ბარს გა­და­ვარ­ჩე­ნო და იმი­ტომ წაყ­ვა თბი­ლი­სის­კენ თავ­დამ­სხმე­ლებს. ამა­სო­ბა­ში იქ­ნებ და­მალ­ვა მო­ას­წრო­ნო. გი­ორ­გის ვინ­მე და­ე­დევ­ნა თუ არა, არ ვიცი. იმ ღა­მეს­ვე დაგ­ვი­რე­კა ერთ-ერ­თმა მე­გო­ბარ­მა, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც არ მახ­სოვს და გვი­ამ­ბო მოხ­და­რის შე­სა­ხებ“ – იხ­სე­ნებს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი.шаблоны для dle 11.2
24-06-2020, 19:19
-
---
კომენტარები

რეკლამა
  • image გაირკვა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ვინაობა - ტატიაშვილი, გაგნიძე, ბარბაქაძე...
    26-06-2020, 12:54
  • image "იცით ვინებმა მოკლეს გიორგი... მთავარი და საშინელი, გაგრძელებაა" - ნიკა გვარამიას წარმოუდგენლ ამბავს ყვება
    26-06-2020, 18:49
  • image “შეხვედრამდე… არ ვიცი სხვა რა უნდა გითხრა ძამიკო…” – ანი შაქარაშვილი ძმას გამოემშვიდობა, ნახეთ კადრები დაკრძალვიდან
    25-06-2020, 19:37
  • image ვინ არის ანი გაბეჩავა და რატომ შეკრიბა წვეულებაზე უცხო პირები, რასაც დიდი ჩხუბი და შაქარაშვილის დაღუპვა მოჰყვა (ფოტოები)
    27-06-2020, 09:56
  • image ეს ის გოგონაა, რომლის დაბადების დღიდანაც დაიწყო ეს ტრაგედია… – სინამდვილეში რამ შეიწირა გიორგი შაქარაშვილი?
    26-06-2020, 19:46
  • უცნაური ამბები