Image

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ახალი სკანდალი - ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე სპორტსმენების დაცვაზე უარს ამბობს

image

სკანდალი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში - დაკავებულ მორაგბეებს ის ადვოკატები, ვინც დღემდე იცავედნენ აღარ დაიცავენ.

დაცვაზე უარის თქმის მიზეზს ადვოკატები მოგვიანებით განმარტავენ, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისინი სპორტსმენებს აღარ დაიცავენ.

ალექსანდრე კობაიძე, ვასილ მამულაშვილი და ბექა ნესმიწვერიძე, მორაგბებებს საქმის დასაწყისიდანვე იცავდნენ. რამდენიმე დღის წინ, კობაიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდებით ახლაგაზრდა სპორტსმენებს კარიერა დაენგრათ. ამ განცხადებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

წყარო: „მედიაცენტრი მთავარი“шаблоны для dle 11.2
29-06-2020, 16:36
-
---
კომენტარები

რეკლამა
  • image გაირკვა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ვინაობა - ტატიაშვილი, გაგნიძე, ბარბაქაძე...
    26-06-2020, 12:54
  • image "იცით ვინებმა მოკლეს გიორგი... მთავარი და საშინელი, გაგრძელებაა" - ნიკა გვარამიას წარმოუდგენლ ამბავს ყვება
    26-06-2020, 18:49
  • image “შეხვედრამდე… არ ვიცი სხვა რა უნდა გითხრა ძამიკო…” – ანი შაქარაშვილი ძმას გამოემშვიდობა, ნახეთ კადრები დაკრძალვიდან
    25-06-2020, 19:37
  • image ვინ არის ანი გაბეჩავა და რატომ შეკრიბა წვეულებაზე უცხო პირები, რასაც დიდი ჩხუბი და შაქარაშვილის დაღუპვა მოჰყვა (ფოტოები)
    27-06-2020, 09:56
  • image ეს ის გოგონაა, რომლის დაბადების დღიდანაც დაიწყო ეს ტრაგედია… – სინამდვილეში რამ შეიწირა გიორგი შაქარაშვილი?
    26-06-2020, 19:46
  • უცნაური ამბები