Image

"დაინახა, რომ რამდენიმე პიროვნება, დაახლოებით 5-6 კაცი მის მეგობარს ურტყავდა" – რა ჩვენება მისცა გამოძიებას შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა

image

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შაქარაშვილთან რაიმე სახის შეხება არ ჰქონია.

უფლებადამცველი „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუს დროს ბარბაქაძის ჩვენებას იხსენებს, რომლის მიხედვითაც ადვოკატი მის ბრალეულობას გამორიცხავს.

გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ თენგო ბარბაქაძე აგარაკის გარეთ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, რომელიც რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა იმ დაპირისპირებაში გიორგი შაქარაშვილი არ ყოფილა.

„დაპირისპირება დაიწყო ჯერ კიდევ აგარაკის შიდა ტერიტორიაზე. თენგო იყო შიგნით და მოესმა იუბილარი გოგონას ხმა რომ გაჩერებულიყვნენ. როცა გარეთ გამოვიდა, დაინახა, რომ რამდენიმე პიროვნება, დაახლოებით 5-6 კაცი მის მეგობარს ურტყავდა.

ამ დროს, როგორც ის მიყვება, მოკიდეს ქეჩოში ხელი და ათრიეს მთელ ეზოში. მან მიიღო დაზიანება ფეხზე და ხელზე. შემდეგ ფორთხვა-ფორთხვით წავედი მანქანამდეო, რამდენიმე მეგობარი ჩავსხედით ამ მანქანაში და გავეცალეთ ტერიტორიასო.

ეს ავტომობილი იყო ტატიაშვილის. როგორც ტატიაშვილმა განაცხადა, ის არ იღებდა მონაწილეობას ამ დაპირისპირებაში. მე დავრწმუნდი ამაში, როდესაც ვნახე ხიდთან ჩანაწერი, ტატიაშვილი არ იღებს მონაწილეობას ფიზიკურ დაპირისპირებაში.

შემდეგ ისინი გამოემართნენ თბილისისკენ მანქანით. თბილისის მისადომებთან ​ორმა მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ ისევ იქ იყვნენ, ჩაგრავდნენ და მათზე ფიზიკური ზეწოლა მიდიოდა.

ამის შემდეგ მათ მოაბრუნეს მანქანა და უკან დაბრუნდნენ. დაბრუნების მომენტში დაინახეს ის ხალხი, რომლებმაც მათზე იძალადეს. გააჩერეს ავტომობილი და იქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც მაქსიმუმ 25-30 წამის განმავლობაში გაგრძელდა. შემდგომ ჯდებიან ავტომობილში და მოდიან თბილისის მიმართულებით.

რაც შეეხება შაქარაშვილს, გეტყვით, რომ შაქარაშვილს არანაირ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება ხიდის ეპიზოდს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ იქ შაქარაშვილი საერთოდ არ უნახავს.

რომც დაენახა, მასთან ვერც ექნებოდა რაიმე კონფლიქტი, იმიტომ რომ ის არ იყო კონფლიქტის მონაწილე და არც გამოუხატავს რაიმე აგრესია,“ – ამბობს გიორგი ფოფხაძე.шаблоны для dle 11.2
27-06-2020, 17:31
-
---
კომენტარები

რეკლამა
  • image გაირკვა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ვინაობა - ტატიაშვილი, გაგნიძე, ბარბაქაძე...
    26-06-2020, 12:54
  • image "იცით ვინებმა მოკლეს გიორგი... მთავარი და საშინელი, გაგრძელებაა" - ნიკა გვარამიას წარმოუდგენლ ამბავს ყვება
    26-06-2020, 18:49
  • image “შეხვედრამდე… არ ვიცი სხვა რა უნდა გითხრა ძამიკო…” – ანი შაქარაშვილი ძმას გამოემშვიდობა, ნახეთ კადრები დაკრძალვიდან
    25-06-2020, 19:37
  • image ვინ არის ანი გაბეჩავა და რატომ შეკრიბა წვეულებაზე უცხო პირები, რასაც დიდი ჩხუბი და შაქარაშვილის დაღუპვა მოჰყვა (ფოტოები)
    27-06-2020, 09:56
  • image ეს ის გოგონაა, რომლის დაბადების დღიდანაც დაიწყო ეს ტრაგედია… – სინამდვილეში რამ შეიწირა გიორგი შაქარაშვილი?
    26-06-2020, 19:46
  • უცნაური ამბები