Image

მსოფლიოს უცნაური 5 ადგილი - ფაქტები

image
შეიძლება ბევრს მოგზაურობთ, თუმცა, შეიძლება მსოფლიოს ულამაზესი და უცნაური რამდენიმე ადგილი ჯერ კიდევ არ გინახავთ. autoradio.ge -ს რუბრიკა ,,ფაქტები” გაგაცნობთ მსოფლიოს უცნაურ ადგილებს.

1) მიტოვებული ფსიქიატრიული სავადმყოფო – იტალია
ამ კლინიკაში მკურნალობდნენ შიზოფრენიით და ბიპოლარული აშლილობით დაავადებულ ადამიანებს. მდებარეობს იტალიაში, ქალაქ პარმაში.
ადგილი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, თუმცა, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ბრაზილიელი მხატვრისთვის ჰერბერტ ბიოგლიონესთვის, ის ამბობს რომ ასეთ ადგილებში მისთვის გაცილებით სასიამოვნოა მუშაობა.

2) თოჯინების კუნძული – მექსიკა
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და საშიშ კუნძულად თოჯინების კუნძული ითვლება. კუნძულის ისტორია გასული საუკუნის ბოლოს დაიწყო, მაშინ როდესაც ამ ადგილას მხოლოდ ერთი ადამიანი – დონ ხულიან სანტანა ცხოვრობდა. დიდი ხნის წინ მდინარეში პატარა გოგონა დაიხრჩო, კაცმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხა, თუმცა, გადაწყვიტა დაღუპული გოგონას სულის დასამშვიდებლად თოჯინა ხეზე მიება. ასე გაჩნდა ჯერ ერთი, შემდეგ რამდენიმე თოჯინა. 50 წლის განმავლობაში ხუანმა ათასობით თოჯინა შეაბა ხეს, სურათი ამაზრზენი და საშიშია, მაგრამ კუნძული დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, მეტიც 2010 წელს მექსიკის მთავრობამ კუნძულს რესტავრაცია ჩაუტარა.

ბნელი ხეივანი – ასე ეწოდება ადგილს, რომელიც 3 საუკუნის წინ სტიუარტების საგვარეულომ გახსნა. მდებარეობს ჩრდილოეთ ირლანდიის მახლობლად. მჭიდრო გადახლართული ტოტების გამო ადგილობრივებმა ხის გვირაბს Dark Hedges შეარქვეს.ეს ადგილი ახლა – გოლფ კლუბს წარმოადგენს.

4) წითელი სანაპირო – ჩინეთი
წითელი სანაპირო – მდებარეობს დოვას საგრაფოში. სანაპირო წითელი წყალმცენარეებით არის დაფარული. აღნიშნული სანაპირო მსოფლიოში ყველაზე ჭარბტენიან ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ ადგილას დაახლოებით 250 სახეობის ფრინველი და 400 სახეობის ცხოველი ბინადრობს. სამწუხაროდ მათ შორის გადაშენების პირას მყოფი გვირგვინოსანი წეროები და ზღვის თოლიები არიან. უნიკალური ადგილმდებარეობის გამო წითელი სანაპირო 1988 წლიდან დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა . მიუხედავად იმისა რომ ,,წითელი სანაპიროს” დიდი ნაწილი დახურულია, მცირე ნაწილის დათვალიერება ტურისტებსთვის მაინც შესაძლებელია.

5) ჰობიტონი – ახალი ზელანდია
ერთ-ერთი ცნობილი ფილმი ,,ბეჭდების მბრძანებელი” ვიცით რომ უმეტესად ახალ ზელანდიაშია გადაღებული, მაგრამ შეიძლება არ ვიცით რომ სპეციალურად ფილმისთვის ააშენეს პატარა ადგილი, რომელსაც – ჰობიტონი ქვია. ადგილი იმდენად ლამაზი გამოვიდა რომ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ როგორც ტურისტული სანახაობა. ფილმმა ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა ტურიზმის განვიათარებაზე.
რადგან ჰობიტონი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ტურისტებისთვის.шаблоны для dle 11.2
22-07-2020, 18:24
კომენტარები
უცნაური ამბები
შემოგვიერთდით
პოპულალური
რეკლამა
Image