Image

13 საინტერესო ფაქტი ძილის შესახებ – ის, რაც აქამდე არ იცოდით

image
ის ცოდნა, რაც ძილის შესახებ გვაქვს, კაცობრიობამ ბოლო 25 წლის მანძილზე დააგროვა, თუმცა მეცნიერები და მკვლევარები ახალ-ახალ ინფორმაციას ყოველდღიურად იპოვებენ. ამჯერად ერთად თავი ძილის შესახებ ყველაზე საინტერესო ფაქტებს მოვუყარეთ.

1. ადამიანების 12% სიზმრებს მთელი ცხოვრება შავ-თეთრ ფერებში ხედავს. ფერადი ტელევიზიის გამოგონებამდე კი კაცობრიობის მხოლოდ 15% ხედავდა ფერად სიზმრებს.

2. კატა ცხოვრების 2/3-ს ძილში ატარებს, თუმცა ეს კატების მფლობელებისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ იქნება. კატისთვის ნებისმიერი კომფორტული წერტილი საძილედ გამზადებული ლოგინია.

3. ადამიანები კი ძილში ცხოვრების 1/3-ს ატარებენ.

4. მათ, ვინც დილით რთულად იღვიძებს, დიზანია აწუხებთ. ეს სამედიცინო პრობლემაა, ისევე როგორც ნებისმიერი დაავადება.

5. დედამიწის მოსახლეობის 15% ძილში დადის. ასევე მითია ის, რომ არ შეიძლება ძილში მოსიარულე ადამიანის გაღვიძება

6. ხშირად ყრუ-მუნჯი ადამიანები ჟესტების ენას ძილშიც იყენებენ.

7. 4-დან 1 შეუღლებული წყვილი ცალ-ცაალკე ლოგინებში იძინებს.

8. უძილობა გაცილებით მალე კლავს, ვიდრე შიმშილი. რა თქმა უნდა არც ერთი ვარგა, მაგრამ ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ძილი გაცილებით სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ვიდრე ჭამა.

9. ბრიტანეთის მოსახლეობის 41%-ს ჩანასახის პოზაში ძინავს.

10. იდეალურ შემთხვევაში დასაძინებლად ადამიანს 10-15 წუთი სჭირდება. თუ ამაზე მოკლე დროში გეძინებათ, ესეიგი ძილი გაკლიათ.

11. მუცელზე წოლა საკვების მონელებაში გვეხმარება. ამავდროულად, მარცხენა მხარზე წოლა გულძმარვის საშიშროებას ამცირებს.

12. კოშმარებისგან გამოწვეული მთავარი შეგრძნება შიში არაა! აღმოჩნდა, რომ ძილში ადამიანი ყველაზე მწვავედ მწუხარებას, დანაშაულის გრძნობასა და დაბნეულობას შეიგრძნობს.

13. ადამიანებს, რომლებსაც მაღალი შემოსავალი აქვთ, ძალიან კარგად სძინავთ.шаблоны для dle 11.2
29-07-2020, 13:01
კომენტარები
უცნაური ამბები
შემოგვიერთდით
პოპულალური
რეკლამა
Image