Image

10 ნაკლებად ცნობილი ფაქტი მთვარის შესახებ

image
1. მთვარის მეორე მხარე(გავცრელებული მოსაზრების მიუხედავად) სულაც არ არის ბნელი და მზე ისევე ანათებს, როგორც ჩვენსკენ მობრუნებულ მხარეს.

2. მთვარის ზედაპირზე არა მარტო ”აპოლონ-11”-ის ეკიპაჟი(ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი) გადავიდა, არამედ კიდევ 10 სხვა ასტრონავტიც(“აპოლონ-17” შორტის კრატერთან).

3. ტემპერატურა მთვარის ეკვატორზე დღისით +120 °С, ხოლო ღამით -170 °С, ”მიწურებში” კი მუდმივად −50°C.

4. ნახევარი საუკუნის წინ, მთვარის რუკაზა ჰორიზონტის მხარეებს ადგილები შეუცვალეს: აღმოსავლეთი გახდა დასავლეთი და პირიქით.

5. ღამე მთვარის ზედაპირი ძალიან ელვარე კი გვეჩვენება, მაგრამ ის ისევე ირეკლავს სინათლეს(ალბედო), როგორც ახლადდაგებული ასფალტი.

6. მთვარის უხილავი მხარე, ხილულზე უფრო ბნელია, რადგან ამ უკანასკნელს დედამიწა მუდმივად ანათებს.

7. წარმოქმნის დღიდან(ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ), მთვარე ნელ-ნელა შორდება დედამიწას – საშუალოდ 3 სანტიმეტრი წელიწადში(რა მოხდება, თუ დედამიწა მთვარეს დაკარგავს?).

8. მთვარისეული წყლის ყინული არა მარტო პოლუსებთან არის აღმოჩენილი, არამედ ეკვატორულ გრუნტშიც(მაგმური წყალი მთვარეზე).

9. მთვარის ზედაპირის პირველი რუკები ტელესკოპის გამოგონებამდეც იქმნებოდა.

10. მომავალში, მთვარე თერმობირთვული ელექტროსადგურებისთვის საწვავის – ჰელიუმ-3-ის მოპოვების ძირითად წყაროდ შეიძლება იქცეს(წყალბადის პლაზმის პირველი ანთება სთელარატორში ვენდელშთაინ 7-X; სხვა 10 ფაქტი).шаблоны для dle 11.2
29-07-2020, 12:58
კომენტარები
უცნაური ამბები
შემოგვიერთდით
პოპულალური
რეკლამა
Image