Image

7 საინტერესო ფაქტი მობილურ ტელეფონზე

image
მობილური ტელეფონის გამოჩენა ბოლო ნახევარი საუკუნის ერთ-ერთი შესანიშნავი მიღწევაა კაცობრიობისათვის. არც ერთ სხვა გამოგონებას არ შეუძლია შეედაროს მას იმ ზეგავლენით, რასაც მობილური ტელეფონი ჩვენს ყოველდღიურობაზე ახდენს. დღეს მოგიყვებით რამდენიმე საინტერესო ფაქტის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ამ ინჟინრული ჩანაფიქრის ჯადოსნურ მიღწევასთან.

1.ტერმინი „სმარტფონი“ პირველად გამოიყენა კომპანია Ericsson-მა 2000 წელს საკუთარი ტელეფონის Ericsson R380s-ის რეკლამისთვის. აპარატი მუშაობდა სისტემაზე Symbian OS 5.1 და ჰქონდა მონოქრომული სენსორული ეკრანი გასაშლელი სახურავის ქვეშ (flip).

2.ნებისმიერი თანამედროვე სმარტფონის წარმადობა, მათ შორის თქვენის, აღემატება ყველა კომპიუტერის ჯამურ სიმძლავრეს, რომელიც NASA-მ გამოიყენა ადამიანის მთვარეზე გაგზავნის გამოთვლებისათვის, პროგრამა „აპოლონ“-ის ფარგლებში.

3.იაპონიაში ტელეფონების 90% იწარმოება წყალგაუმტარი კორპუსით, რადგან იაპონელი ახალგაზრდები არ შორდებიან ტელეფონს შხაპის მიღების დროსაც კი.

4.მობილური ტელეფონის დაკარგვის შიშს ეწოდება ნომოფობია. ეს ტერმინი წარმოიშვა 2010 წელს კვლევისას, რომელიც ეძღვნებოდა მობილური კავშირის მომხმარებლების ჩვევებს. გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარმა აღიარა, რომ ღელავენ, როდესაც კარგავენ თავიანთ მობილურ ტელეფონს, როდესაც აპარატის ელემენტი ან თანხა ანგარიშზე იხარჯება, ან არ აქვს სიგნალის მიღება.

5.ყველაზე წარმატებულ ტელეფონად აღიარებულია Nokia 1101. გამოჩენის თარიღიდან 2003 წელს გაიყიდა 250 მილიონზე მეტი აპარატი, რაც წარმოადგენს რეკორდს არა მხოლოდ მობილურ ტელეფონებში, არამედ ზოგადად ელექტრონულ მოწყობილობებს შორის. დღეისათვის ეს მოდელი აღარ იწარმოება.

6.გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2013 წლის მოხსენების მიხედვით, მობილური ტელეფონების მფლობელთა რაოდენობა გაცილებით აღემატება იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებსაც აქვთ ტუალეტი. შვიდი მილიარდიდან ექვს მილიარდს აქვს მობილური ტელეფონი, მაშინ როცა მხოლოდ 4.5 მილიარდი ცხოვრობს შესაბამის სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებში.

7.მობილური ტელეფონების ტყორცნა პოპულარული სპორტის სახეობაა ფინეთში, ბელგიასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. 2014 წელს ამ დისციპლინის მორიგ მსოფლიო ჩემპიონატზე დამყარდა ახალი მსოფლიო რეკორდი – 110.42 მეტრი.
шаблоны для dle 11.2
29-07-2020, 12:55
კომენტარები
უცნაური ამბები
შემოგვიერთდით
პოპულალური
რეკლამა
Image